დიდთოვლობა საავტომობილო გზებზე. უხვი ნალექის გამო დაწესებული შეზღუდვები კონკრეტული მიმართულებებით რჩება, ზოგ შემთხევაში კი მოხსნილია. კობი-გუდაურის გზაზე ამ დროისთვის აკრძალულია ყველა სახის ტრანსპორტის გადაადგილება. ავტომობილების კოლონა დაახლოებით ჟინვალიდან იწყება. გაჩერებული არიან როგორც სატვირთო, ასევე მსუბუქი მანქანები.