შეზღუდვები საავტომობილო გზებზე

რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, საქართველოს საავტომობილო გზებზე შეზღუდვები მოქმედებს. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ავტოტრანსპორტის მოძრაობა სრულად აკრძალულია გუდაური-კობის მონაკვეთზე. ნაქერალას უღელტეხილზე კი მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება.

ინტენსიური თოვის, დაბალი ტემპერატურისა და შეზღუდული ხილვადობის გამო, შეზღუდვები დაწესდა ხაშური-ახალციხე-ვალეს ახალქალაქი-კარწახისა და ახალციხე-ნინოწმინდის გზების მონაკვეთებზეც. აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი და მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი ისეთი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა, რომლის ადგილების რაოდენობაც 22-ს აღემატება.