ამინდი საქართველოში

23 იანვრამდე საქართველოში არამდგრადი ამინდი იქნება. მთაში მოსალოდნელია დროგამოშვებით თოვლი, ზოგან ძლიერი ქარბუქი და ნისლი, გზებზე კი ლიპყინული. დასავლეთ საქართველოში მაქსიმალური ტემპერატურა 8 გრადუსი იქნება, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში 11 გრადუსი. ქარბუქის, ხილვადობის გაუარესებისა და ლიპყინულის გამო, საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდოს. რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისშიც ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი, ტემპერატურა კი 4 გრადუსს მიაღწევს.