შეზღუდვები საავტომობილო გზებზე

12:30, 17.01.2024

ცენტრალური მაგისტრალების ნაწილზე შეზღუდვები მოქმედებს. თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის ნაქერალას უღელტეხილის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია. ამ დროისთვის სხვა ყველა მიმართულებით გზები გაწმენდილია და შეზღუდვები არ ფიქსირდება.

 

მსგავსი