უამინდობა შიდა ქართლში

უამინდობამ პრობლემები შექმნა შიდა ქართლში. ინტენსიური თოვის გამო, რეგიონის 100-ზე მეტ სოფელში ენერგომომარაგება იყო შეწყვეტილი. „ენერგო პრო-ჯორჯია“ დილიდან მუშაობს, აღდგენითი სამუშაოების შედეგად ელექტროენერგიის მიწოდება ეტაპობრივად ხდება. დიდთოვლობის გამო გადაადგილების პრობლემა იყო ოთხივე მუნიციპალიტეტის სოფლების ნაწილში, მისასვლელ გზებზე გაწმენდითი სამუშაოების შედეგად შეფერხება მოხსნილია. რამდენიმე ადგილას წაიქცა ხეები.