ვახტანგ მახარობლიშვილი ფრანგ სენატორს შეხვდა

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი ფრანგ სენატორს შეხვდა. სენატის საფრანგეთ-სამხრეთ კავკასიის მეგობართა ჯგუფის წევრთან, სენატორ პიერ-ივ კოლომბასთან შეხვედრის ფარგლებში, ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგში არსებული საკითხები და ურთიერთობების შემდგომი განვითარების პერსპექტივები განიხილეს.

სენატორმა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, ასევე ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი მხარდაჭერა გამოხატა. აღინიშნა რეგიონში არსებული რთული გეოპოლიტიკური ვითარება და რუსეთის მიერ ქვეყნის ოკუპაცია.