ჯეიმს რიშის განცხადება

რუსეთი დამნაშავეა რეგულარულად ცუდი ქმედებების გამო, ჩვენ უნდა ვუპასუხოთ მას, – ამის შესახებ გაზეთ „შარლოტ ობსერვერისთვის“  მიცემულ ინტერვიუში აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ჯეიმს რიშმა განაცხადა.

სხვა საკითხებთან ერთად, მან რუსეთის მიერ საქართველოსა და უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე აგრესიულ ქმედებებსა და აშშ-ის მხრიდან საპასუხო ზომების განხორციელების მნიშვნელობაზე ისაუბრა. „ჩვენი საუკეთესო მიდგომა, კინეტიკური ქმედებების გამოკლებით (რაც არავის სურს), სანქციებია. სწორედ ეს გავაკეთეთ და სწორედ ამიტომ გავაკეთეთ ეს“, – განაცხადა სენატორმა ჯეიმს რიშმა.