აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები - 2020   

ვინ იქნება დონალდ ტრამპის კონკურენტი მოახლოებულ საპრეზიდენტო არჩევნებში – სუპერ-სამშაბათის სახელით ცნობილი შიდაპარტიული არჩევნები დასრულდა.

„დემოკრატიული პარტიის“ საპრეზიდენტო კანდიდატთა რიგებში ჯო ბაიდენი იმარჯვებს. ქვეყნის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ცხრა შტატში ლიდერობს. წინა კვირას აუტსაიდერად მიჩნეული 78 წლის ცნობილი პოლიტიკოსი ახლა დემორატიული პარტიიდან ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია, რაც ნიშნავს, რომ ტრამპს შესაძლოა სწორედ ის დაუპირისპირდეს. მეორე ადგილზეა ვერმონტის შტატის სენატორი, ბერნი სანდერსი. ბაიდენმა და სანდერსმა თანაპარტიელ კონკურენტებს კანდიდატობის შანსები პრაქტიკულად აღარ დაუტოვეს.

დატოვე კომენტარი