სენატში საქართველოს საკითხზე რეზოლუცია მიიღეს

აშშ-ის სენატში საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღეს. „რეზოლუცია ნომერი 176“ საქართველოს ყველა პარტიას მოუწოდებს, დაუყოვნებლივ იმოქმედონ 19 აპრილის ხელმოწერილი შეთანხმების მიხედვით.

სენატორი ჯიმ რიშის განცხადებით, საქართველოში ყველა პოლიტიკურმა პარტიამ არსებული უთანხმოებები უკან უნდა მოიტოვოს და იაროს წინ, წინამდებარე ხელშეკრულების დებულებების შესაბამისად. აქვე სენატის მხრიდან დასტურდება საქართველოს, მისი ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური საზოგადოების წევრობისკენ ქართველების სწრაფვის მხარდაჭერა.