ქართული დიპლომატიის დღე

სულხან-საბა ორბელიანის სახელობის საგარეო საქმეთა სამინისტროს უწყებრივი ჯილდო საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, თეიმურაზ ჯანჯალიასა და ევროკავშირში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის ხელმძღვანელს, ვახტანგ მახარობლიშვილს გადაეცათ. ცერემონია დიპლომატის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში გაიმართა.

უწყებრივი ჯილდო მინისტრის მოადგილემ და ევროკავშირში საქართველოს ელჩმა, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესში გაწეული ძალისხმევისთვის მიიღეს. ჯილდოები მათ საგარეო საქმეთა მინისტრმა გადასცა, მანვე თანამშრომლებს პროფესიული დღე მიულოცა და კიდევ ერთხელ ისაუბრა კანდიდატის სტატუსის მნიშვნელობაზე.