გამოხმაურება რიშის ინიციატივაზე 

ამერიკის სენატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე, სენატორი ჯიმ რიში 2021 წლის თავდაცვის ბიუჯეტში ცვლილებების შეტანის ინიციტივით გამოდის, რომელთა მიზნად, საქართველოსთვის ამერიკის სამხედრო მხარდაჭერის, დემოკრატიულ მდგომარეობასთან დაკავშირება სახელდება. ამის შესახებ ინფორმაციას „ამერიკის ხმა“ ავრცელებს და აცხადებს, რომ საკანონმდებლო პროექტში საუბარია საქართველოში არსებულ სიტუაციაზე, გასული წლის საპროტესტო გამოსვლებსა და 8 მარტის შეთანხმებაზე.

როგორც „ამერიკის ხმა“ იუწყება, ინიცირებული ცვლილებების პროექტის თანახმად, საარჩევნო რეფორმაზე მომზადებული შეთანხმების მხარდაჭერისთვის, ოპოზიციური პარტიები წინაპირობად აყენებდნენ, მათი თქმით, პოლიტიკური პატიმრების, მათ შორის, გიორგი რურუას გათავისუფლებას. სენატი ფიქრობს, რომ 8 მარტის შეთანხმება სრულად შესრულებული არაა. ოპოზიცია რიშის ინიციატივას ხელისუფლების მიმართ გაფრთხილებად აღიქვამს. უმრავლესობაში კი ამბობენ, რომ საქართველო-ამერიკის ურთიერთობებს საფრთხე არ ემუქრება.