აშშ-ის სენატის რეზოლუცია

ახალი რეზოლუციის პროექტი საქართველოს შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სენატში – პროექტი სენატორ რონ ჯონსონის მიერაა ინიცირებული, თუმცა მას კიდევ ოთხი სენატორი უჭერს მხარს. სენატში წარდგენილი რეზოლუცია საქართველოში ყველა პარტიას მოუწოდებს, შარლ მიშელის შუამავლობით 19 აპრილს გაფორმებული შეთანხმება სწრაფად შეასრულონ და ადასტურებს სენატის მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური მისწრაფებისადმი.

მოწოდებები ეხება როგორც ოპოზიციას, ისე მმართველ გუნდს. სენატორები თვლიან, რომ ყველა არჩეულმა პარლამენტარმა უნდა იმუშაოს სწორედ საკანონმდებლო ორგანოში ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევების დასაძლევად. საუბარია სისტემური რეფორმების გატარების აუცილებლობაზე როგორც სასამართლო სისტემაში, ისე საარჩევნო რეფორმის კუთხით. კიდევ ერთი საკითხი, რაზეც რეზოლუციაში ყურადღებაა გამახვილებული, საქართველოში პოლიტიკური სიტუაციის გამწვავების პროცესში რუსული ძალისხმევაა.

თამარ წიკლაური განავრცობს თემას.