შეხვედრა საგარეო საქმეთა სამინისტროში

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, ვახტანგ მახარობლიშვილმა შეხვედრა გამართა გერმანიის ელჩთან საქართველოში, ჰუბერტ ქნირშთან. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის მიმდინარე აქტუალურ თემებს, ორმხრივ ურთიერთობებს, განხორციელებულ ვიზიტებსა და ახლო მომავალში დაგეგმილ ღონისძიებებს.

შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმე გახლდათ. გერმანულმა მხარემ ქართულ მხარეს გამოძიების მიმდინარეობასთან დაკავშირებით, ინფორმაცია მიაწოდა.

დატოვე კომენტარი