ჯიმ რიშის წერილი „ამერიკის ხმას“ - შეფასებები

ქვეყანაში პოლიტიკურ კრიზისსა და „ნაციონალური მოძრაობისთვის“ რეგისტრაციის შესაძლო გაუქმებაზე კითხვის პასუხად, სენატორი ჯიმ რიში აცხადებს, რომ მმართველმა პარტიამ არ უნდა დაუშვას ოპოზიციური პარტიების ხმის ჩახშობა.

სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით ეს კომენტარი„ამერიკასთან ხმასთან“  გააკეთა. „ძლიერი დემოკრატია მოიცავს სიტყვის თავისუფლებას. საქართველო უკვე ძალზედ დაზიანდა პოლიტიკური ანგარიშსწორებით და ამის მსგავსი კანონპროექტები უთანასწოროს ხდის პირობებს, რომლებითაც ყველა პოლიტიკურმა მონაწილემ უნდა ისარგებლოს. მმართველი პარტიები ოპოზიციური ხმის ჩახშობის მცდელობისგან თავს უნდა იკავებდნენ და პირიქით, უნდა ეცადონ, რომ ყველა მხარეს დემოკრატიულ პროცესში მონაწილეობის თანასწორი საშუალება ჰქონდეს“, – ამბობს სენატორი „ამერიკის ხმასთან“ წერილობით კომენტარში. ჯიმ რიშის ამ განცხადებას უკვე მოჰყვა პოლიტიკური შეფასებები თბილისში.