სეისმურმა სამსახურმა დაადასტურა, რომ მინდელის შახტში სეისმური ბიძგები არ დაფიქსირებულა.
ამის შესახებ განცხადება შრომის ინსპექციის წარმომადგენელმა გააკეთა. ირაკლი იობიძის განცხადებით, მინდელის შახტში შრომის ინსპექციის სამუშაო ჯგუფი დღეს კიდევ ერთხელ ჩავა, შემთხვევის ადგილზე დაათვალიერებს ველსა და გვირაბს, რის შემდეგაც შესაძლებელი იქნება იმის თქმა, მოხდა თუ არა სამთო დარტყმა.
მისივე თქმით, გუშინდელი შემოწმების დროს, საფრთხის არსებობის გამო, კონკრეტულ ადგილამდე მიახლოება ვერ მოხერხდა.