შრომის ინსპექციის რეგიონული ოფისი ბათუმში

შრომის ინსპექციის სამსახურის რეგიონული ოფისი გაიხსნა ბათუმში. ფიროსმანის ქუჩაზე მდებარე ფილიალი მოქალაქეებს შრომითი უფლებების დაცვის, ასევე საჭირო პროცედურების განხორციელების მიმართულებით გაუწევს კონსულტაციას. ადგილზე 12 ინსპექტორია დასაქმებული, რომლებიც მოსახლეობას, როგორც შრომის უსაფრთხოების, ისე უფლებების დაცვის საკითხებთან დაკავშირებით დაეხმარებიან.