ტრეფიკინგთან ბრძოლის დღე

30 ივლისი ტრეფიკინგთან ბრძოლის დღეა. თარიღთან დაკავშირებით, ცნობიერების ამაღლების მიზნით, შრომის ინსპექციის სამსახურმა და საქართველოს პროკურატურამ თბილისსა და აჭარაში შეხვედრები გამართა. უწყებების წარმომადგენლებმა დასაქმებულებს სამუშაო ადგილზე ტრეფიკინგის არსი, შესაძლო საფრთხეები და პრევენციული ღონისძიებები გააცნეს.