უბედური შემთხვევა თბილისში

თემქაზე მომხდარი უბედური შემთხვევის შემდეგ, შრომის ინსპექციამ ობიექტზე სამშენებლო სამუშაოები შეაჩერა.

იყო თუ არა მშენებლობის პროცესში უსაფრთხოების ნორმები დაცული – ინსპექციამ შესაბამისი დასკვნა რამდენიმე დღეში უნდა დადოს. ფაქტზე მოკვლევა დაწყებულია და სამშენებლო კომპანიიდან უკვე გამოთხოვილია შესაბამისი დოკუმენტაციაც.

შეგახსენებთ, რომ თემქაზე მშენებარე კორპუსის მე-10 სართულიდან მუშა გადმოვარდა, რომელიც შემთხვევის ადგილზე დაიღუპა. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.