პოლიციამ „რეტროს“ მფლობელი დააკავა

ბათუმში ცნობილი რესტორნის, „რეტროს“ მფლობელი, თეიმურაზ ვარშანიძე პოლიციამ ძალადობის მუხლით დააკავა. საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე ძალადობის მუხლით აღიძრა. დაკავება სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოს საფუძველზე განხორციელდა, რომელიც რესტორნის ერთ-ერთმა თანამშრომელმა გაავრცელა. ვიდეოში ჩანს, როგორ სცემა „რეტროს“ მფლობელმა მიმტანს.

დაზარალებულს „რეტროს“ 15-მა თანამშრომელმა სოლიდარობა გამოუცხადა და სამსახური დატოვა. რესტორანში ამ დროისთვის შრომის ინსპექცია მუშაობს.

მერაბ წულუკიძე ბათუმიდან.