დისკრიმინაციის შემთხვევები სამუშაო ადგილებზე

დისკრიმინაციული მოპყრობის გახშირებული შემთხვევები სამუშაო ადგილებზე.

შრომის ინსპექციის სტატისტიკით, მხოლოდ 2022 წელს 52 ასეთი შემთხვევა გამოვლინდა. დაზარალებულთა ნაწილმა ინსპექციას თავად მიმართა. მათ შორის ერთი სამართლებრივ დავას ახლაც განაგრძობს. დასაქმებული დამსაქმებელს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს. ფინანსური ჯარიმა, ან შევიწროებაში დადანაშაულებული პირის სამსახურიდან გათავისუფლების მოთხოვნა – ეს ის ორი ბერკეტია, რომელიც შრომის ინსპექციას მსგავს შემთხვევებზე რეაგირების მიზნით გააჩნია. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ შევიწროების ფაქტები ოფიციალურ სტატისტიკას დიდი ალბათობით აჭარბებს, ინსპექცია დაზარალებულებს დროული მიმართვისკენ მოუწოდებს და ცნობიერების ამაღლების მიზნით სპეციალურ კამპანიას ატარებს.