მაღაროელების პროტესტი გრძელდება

12:34, 13.06.2023

მაღაროელების პროტესტი გრძელდება ჭიათურაში, სადაც მუნიციპალიტეტის მერიის შენობის წინ აქცია უკვე მე-8 დღეა მიმდინარეობს. აქციის 9 მონაწილემ გვიან ღამით შიმშილობა დაიწყო. მაღაროელები ხელფასის გაზრდას, სამუშაო პირობების გაუმჯობესებას, შრომითი უსაფრთხოების ნორმების დაცვას, ჰიგიენის პირობებისა და კვების საკითხების გაუმჯობესებას ითხოვენ. მოლაპარაკებათა პროცესში შრომის ინსპექცია ჩაერთო.

მსგავსი