შრომის ინსპექციის საქმიანობის შეჯამება

შრომის ინსპექციის სამსახურმა გასული წლის საქმიანობა შეაჯამა. ბექა ფერაძის განცხადებით, შემცირდა და კვირაში 40-საათიანი გრაფიკით განისაზღვრა მომსახურების, ტრანსპორტის, სამთომოპოვებისა და სამშენებლო სექტორში დასაქმებულთა სამუშაო დრო. 40 საათზე მეტი ნამუშევარი საათები კი ზეგანაკვეთურად ითვლება, რაც დამატებით ანაზღაურებას ითვალისწინებს.

ანგარიშში ყურადღება გამახვილდა ექიმებისა და ექთნებისთვის მინიმალური ხელფასის დაწესებაზე. ასევე შეიქმნა ვაკანსიის გამოცხადების სახელმძღვანელო დამსაქმებლებისთვის.

მისი განმარტებით, ბოლო 5 წლის განმავლობაში სამუშაო ადგილზე გარდაცვლილთა რაოდენობა 41 %-ით შემცირდა.