შრომის ინსპექციის სამსახურის საკონსულტაციო ცენტრის პრეზენტაცია

შრომის ინსპექციის სამსახურის საკონსულტაციო ცენტრის პრეზენტაცია გაიმართა თბილისში. ღონისძიებაზე ითქვა, რომ შრომის ინსპექციის სამსახურის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი შრომითი უფლებებისა და უსაფრთხოების საკითხების შესახებ საზოგადოების სწორი ინფორმირება და ცნობიერების ამაღლებაა. მათ შორის საზოგადოებასთან, დასაქმებულებთან, დამსაქმებლებთან და ყველა დაინტერესებულ მხარესთან მუდმივი კომუნიკაცია. შრომის ინსპექციის საკონსულტაციო ცენტრი „საქართველოს პროგრესული ფორუმისა“ და გაერო-ს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით, შრომის ინსპექციის სამსახურში სატესტო რეჟიმში, 2022 წლის 2 მაისიდან ამოქმედდა. ამ დროის განმავლობაში, საკონსულტაციო ცენტრის ცხელ ხაზზე 6200-ზე მეტი ზარი განხორციელდა.