ტყიბულის მინდელის სახელობის შახტი ისევ ტრაგედიის ადგილად იქცა.
მიწის ზედაპირიდან დაახლოებით 400 მეტრის სიღრმეში მიმდინარე სამუშაოები მსხვერპლით დასრულდა. დაღუპულია ექვსი ადამიანი.
წინასწარი ვერსიით, ადგილზე, სადაც მადნეულის მოსაპოვებლად ახალ ველს ჭრიდნენ, მასშტაბური სამთო დარტყმა მოხდა. სიკვდილს გადარჩენილი მეშახტეები მომხდარის დეტალებს იხსენებენ. დაზარალებულები ჰყვებიან, რომ ჰაერის ტალღამ პერიმეტრზე მყოფები რამდენიმე მეტრზე გადაისროლა.
ფაქტს ბუნებრივ მოვლენას უკავშირებს ადმინისტრაციაც, რომელიც უსაფრთხოების ნორმების დარღვევას გამორიცხავს.
გამოძიება დაწყებულია.
ხვალ საქართველოში გლოვის დღეა.