ბათუმში გარდაცვლილთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი სამებაში

გარდაცვლილთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს დღეს სამების საკათედრო ტაძარში. პანაშვიდი ილია მეორის კურთხევით, მეუფე შიომ აღავლინა. პატრიარქის მოსაყდრემ დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა და თქვა, რომ ეს არის მთელი ქვეყნის ტრაგედია.

აქვე შეგახსენებთ, რომ ზუსტად ღამის 12 საათზე, ყველა სახელმწიფო უწყებაზე ეროვნული დროშები დაეშვება. პრემიერის გადაწყვეტილებით, 11 ოქტომბერი გლოვის დღედ გამოცხადდა.