30 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა

გუდაურში მომხდარი ტრაგედიის გამო, 30 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა. დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, ზუსტად ღამის 12 საათზე მთელი ქვეყნის მასშტაბით სახელმწიფო უწყებებსა და ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე სახელმწიფო დროშები დაეშვა.

დროშები დაშვებულია პარლამენტის, პრეზიდენტის ადმინისტრაციის, შსს-სა და სხვა უწყებების შენობებზე, მათ შორის უცხოეთში საქართველოს საელჩოების შენობებზე.