საქართველო ენგურზე დაღუპულებს გლოვობს

საქართველოში გლოვის დღეა – რუსეთის უკანონო ქმედების მორიგი ტრაგიკული შედეგი. ქვეყანა ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრები ოთხი თანამემამულის ხსოვნას პატივს მიაგებს. ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაშვებულია. მომხდარ უმძიმეს რეალობას ეხმაურება ევროკავშირის წარმომადგენლობა.

გლოვის დღესთან დაკავშირებით, საეთერო ბადეს ცვლის საქართველოს პირველი არხი. დღეს საღამოს იუმორისტული თოქშოუ „კაცები“ და მეგაშოუ „ვოისი“ ეთერში არ გავა.