ორი დაღუპული, სამი დაშავებული – ტრაგედია ზემო ფონიჭალაში დღეს დილით დატრიალდა.
სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვის გამო მესამე სართულზე მდებარე ბინაში აფეთქება მოხდა, რის შემდეგაც სამშენებლო ფილა ქვედა სართულზე ჩავარდა და დედას და მის მცირეწლოვან შვილს დაეცა. ფილამ თან სამი ადამიანი ჩაიყოლა, რომლებიც სხვადასხვა დაზიანებით ამ დროისთვის დამწვრობის ცენტრში მკურნალობენ.
დაზარალებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.