აფეთქების შედეგად დაშავებულის მდგომარეობა

15:06, 02.06.2020

ამაშუკელის ქუჩაზე მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული 48 წლის მამაკაცის მდგომარეობა სტაბილურია.

როგორც დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა აღნიშნა, პაციენტს დაზიანებული აქვს სხეულის 25 %, დამწვრობა აქვს სახეზე, ყელის მიდამოში, ასევე ოთხივე კიდურზე. პაციენტი მკურნალობას დამწვრობის ცენტრის რეანიმაციის განყოფილებაში განაგრძობს.

მსგავსი