თბილისში პიროტექნიკით დაშავებულთა რაოდენობა გაიზარდა

 თბილისში პიროტექნიკით დაშავებულთა რაოდენობა გაიზარდა. როგორც დამწვრობის ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, წუხელ სხვადასხვა ტიპის დაზიანებით, კლინიკაში ოთხი მოზარდი შევიდა, თუმცა, შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის შემდეგ, არასრულწლოვნები სამედიცინო დაწესებულებიდან, გუშინვე გაწერეს.

დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელი გუგა ქაშიბაძე აცხადებს, რომ 31 დეკემბრიდან დღემდე, ცენტრს პიროტექნიკით დაშავებულმა 32-მა პირმა მიმართა, თუმცა, ამ დროის მონაცემებით, კლინიკაში არცერთი პაციენტი აღარ რჩება. სულ ქვეყნის მასშტაბით, ახალი წლის ღამესა და პირველ იანვარს, პიროტექნიკის გამოყენების შედეგად, 81 ადამიანი დაშავდა.