ქობულეთში პიროტექნიკის აფეთქების შედეგად მოზარდი დაშავდა

10 წლის მოზარდის მდგომარეობა, რომელსაც ქობულეთში პიროტექნიკა აუფეთქდა, ამ დროისთვის სტაბილურია. ის თბილისში დამწვრობის ცენტრში რჩება. კლინიკაში აცხადებენ, რომ მოზარდს სხეულის 10% აქვს დამწვარი. შემთხვევა ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხაესტატეში მოხდა. მოზარდს პიროტექნიკა საწვავით სავსე ბოთლში ჩაუვარდა, რამაც სწრაფი აალება გამოიწვია. მას მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება.