პიროტექნიკით დაშავებულები

პიროტექნიკით მიყენებული დაზიანების გამო, დამწვრობის ცენტრს 23-მა ადამიანმა მიმართა. ცენტრის ქირურგის, მერაბ ჯანჯღავას ინფორმაციით, პაციენტებს დამწვრობა ძირითადად ხელისა და სახის არეში აღენიშნებათ. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. პიროტექნიკის შედეგად მიყენებული ტრავმებით, ათზე მეტი პაციენტი შეიყვანეს ქირურგიის ეროვნულ ცენტრში. ყველა მათგანს  აღენიშნებოდა სხვადასხვა სახის დაზიანება კიდურებზე. პიროტექნიკით დაშავებულებს შორის 6-დან 9 წლამდე ბავშვებიც არიან.