ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოყვანილი პაციენტის მდგომარეობა

დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელის, გუგა ქაშიბაძის განცხადებით, ოკუპირებული აფხაზეთიდან დამწვრობის ცენტრში გადმოყვანილი ექვსი წლის პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია. ის რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. მოზარდმა ტრავმა ბენზინის აალების შედეგად მიიღო. მას 25 პროცენტი მეორე-მესამე ხარისხის დამწვრობა აქვს. პაციენტს შესაბამისი მკურნალობა უტარდება.