აფეთქება ლილოს დასახლებაში

აფეთქება მოხდა ლილოს დასახლებაში, საცხოვრებელ კორპუსში. გარდაცვლილია ერთი ადამიანი. წინასწარი ინფორმაციით, თენგიზ სტურუას ქუჩაზე საცხოვრებელ ბინაში გაზი აფეთქდა. აფეთქების შედეგად შუახნის ქალმა მძიმე დაზიანებები მიიღო, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. შენობიდან მოსახლეობა ევაკუირებულია. მიმდინარეობს სამუშაოები აფეთქების მიზეზების დასადგენად.

რას აცხადებენ თვითმხილველები და როგორია ექსპერტების წინასწარი შეფასება – მარიამ სეთურიძე იმყოფება შემთხვევის ადგილზე და მეტ დეტალს გვეტყვის მომხდართან დაკავშირებით.

მოამბე