„თბილისი ენერჯის“ საგანგებო განცხადება

ბაგებში ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსი აფეთქებას გადაურჩა. კორპუსში გაზმა გაჟონა, მეზობლებმა სუნი იგრძნეს და დახმარებისთვის „თბილისი ენერჯის“ მიმართეს. ფაქტთან დაკავშირებით დღეს კომპანიამ საგანგებო განცხადება გააკეთა და მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდა. ტექნიკური დირექტორის მოადგილემ აღნიშნა, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ყურადღება მიექცეს გაქირავებულ და დაგირავებულ ბინებს, რადგან ამ სახლებში უფრო მეტად არის კუსტარულად დამონტაჟებული გამათბობელები, რაც ადამიანის სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის.

დატოვე კომენტარი