ტერორიზმის საქმეზე დღეს ჩვენებას ბრალდებულები მიცემენ. არცერთ მათგანს გამოძიებისთვის ჩვენება ამ დრომდე არ მიუციათ, ისინი წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებენ. ადვოკატების ინფორმაციით, დაკავებულები ახმედ ჩატაევს საზღვრის კვეთაში არ დახმარებიან. გამოძიება განსხვავებულ ვერსიაზე საუბრობს, პროკურორის განმარტებით, ბრალდებულებმა ახმედ ჩატაევი და ტერორისტული ორგანიზაცია ისლამური სახელმწიფოს წევრები, საზღვარზე გამოაპარეს.