სააკაშვილის საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმე

ისევ პოლიტიკური გზავნილებისთვის გამოყენებული სასამართლო პროცესი.

სხდომაზე, სადაც საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვის საქმეს განიხილავდნენ, კლინიკა „ვივამედიდან“ მიხეილ სააკაშვილის ჩართვა შეწყვიტეს. იყო კამათი მოსამართლესა და დაცვის მხარეს შორის. არაერთი მოწოდების მიუხედავად, რომ პროცესზე საქმის მასალებზე ესაუბრა, ყოფილი პრეზიდენტი დღევანდელ გამოსვლაში გლობალური პოლიტიკის თემებს, რუსეთიდან მოსალოდნელ საფრთხეებს, შიდა პოლიტიკას და სურსათზე ფასების გაძვირების საკითხს შეეხო. ტრადიციულად გაჟღერდა მოქალაქეებისადმი მოწოდებები და ახალი ინიციატივაც. ექს-პრეზიდენტის მტკიცებით, ქვეყანაში დივერსიული ჯგუფი იმყოფება. გამოსვლის შინაარსის გამო პროცესი ხმაურიანი აღმოჩნდა. განცხადებებს ვნებათაღელვა მოჰყვა პოლიტიკურ სპექტრშიც.