დონალდ ტრამპის სასამართლო პროცესი

ტრამპისთვის წაყენებული ახალი ბრალდება შიდა პოლიტიკური ვნებათაღელვის მთავარი თემა ხდება.

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი მოქმედს პოლიტიკურ ანგარიშსწორებაში ადანაშაულებს და თავს უდანაშაულოდ აცხადებს. ტრამპი ამერიკის ისტორიაში პირველი პრეზიდენტია, რომელსაც ბრალი სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოში ოფიციალურად წაუყენეს. თეთრი სახლის ყოფილ ლიდერს შეთქმულებას, 2020 წლის არჩევნების შედეგების უკანონოდ შეცვლის მცდელობას და კაპიტოლიუმზე შტურმის წახალისებას ედავებიან. სასამართლო პროცესმა ტრამპის მხარდამჭერთა აქციის ფონზე ჩაიარა. ნახევარსაათიანი სხდომის შემდეგ ტრამპს დარბაზი გარკვეული შეზღუდვებით დაატოვებინეს.