პროკურორი - ტერორიზმის საქმეზე დაკავებულ რამაზ მარგოშვილს გარკვეული ფაქტორების აღიარება მოუწია
პროკურორი - ტერორიზმის საქმეზე დაკავებულ რამაზ მარგოშვილს გარკვეული ფაქტორების აღიარება მოუწია

ტერორიზმის საქმეზე დაკავებული რამაზ მარგოშვილი დღევანდელი ჩვენებით ბრალს არ აღიარებს, ამის მიუხედავად, ბრალდების მხარის მტკიცებულებები იმდენად მყარი იყო, რომ მას გარკვეული ფაქტორების აღიარება მოუწია, – ამის შესახებ პროკურორმა ნანა ხონჯუამ რამაზ მარგოშვილის პირველ ჩვენებასთან დაკავშირებით განაცხადა.

ნანა ხუნჯუას თქმით, მარგოშვილმა დღევანდელ პროცესზე დაადასტურა, რომ მას აჰმედ ჩატაევთან კავშირი ჰქონდა.

პროკურორის განმარტებით, ბრალდებული ჩატაევს 2012 წლიდან იცნობდა, 2015 წელს კი მარგოშვილი ჩატაევთან სირიაშიც ჩავიდა, სადაც საქართველოში გარკვეული დავალებით დაბრუნდა.

პროკურორი ჩვენებას, სადაც მარგოშვილმა ტერორიზმის მხარდაჭერის საქმეზე ერთი პირი დაასახელა, დისკრედიტაციის მცდელობად აფასებს.

ტერორისტული ორგანიზაციის წევრობას გამოძიება ორ პირს ედავება, ხოლო ოთხს ტერორისტული ორგანიზაციის წევრთა ხელშეწყობას. მათგან ერთი მიმალვაშია. დაკავებულები გასული წლის ნოემბერსა და დეკემბერში თბილისსა და პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს აიყვანეს.