ხაბეიშვილის მუქარა

მიხეილ სააკაშვილის მონახულების საკითხი ოპოზიციის პოლიტიკურ დღის წესრიგში აქტიურდება.

ლევან ხაბეიშვილი პარლამენტის თავმჯდომარეს მუქარის შემცველი განცხადებით მიმართავს და სპიკერისგან ექს-პრეზიდენტის ნახვის უფლებას ითხოვს. ამ საკითხზე პრეტენზია აქვთ ოპოზიციის ცალკეულ წარმომადგენლებსაც. დავის საგანია ისიც, რეალურად რა მიზნით სურთ დეპუტატებს ყოფილ პრეზიდენტთან შეხვედრა – მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის და პირობების გასაცნობად, თუ პოლიტიკურ გეგმებზე და შიდა პოლიტიკურ პროცესებზე დავალებების მისაღებად. ხელისუფლება ოპოზიციას ახსენებს, რომ სააკაშვილს უცხო ქვეყნის მოქალაქეობის გამო, პოლიტიკური საქმიანობის უფლება არ აქვს.