ტერორიზმის ხელშეწყობაში ბრალდებული დუმილს არღვევს

15:14, 10.07.2018

ტერორიზმის ხელშეწყობაში ბრალდებულმა რამაზ მარგოშვილმა დუმილი დაარღვია და სასამართლოს დღეს პირველი ჩვენება მისცა. სხდომა დახურული იყო, თუმცა მხარეების განმარტებით, მარგოშვილმა აღიარა, რომ გბრიელ სალოსის ქუჩაზე ლიკვიდირებულ ახმედ ჩატაევს იცნობდა.  დაცვის მხარის მტკიცებით, ბრალდებულმა ჩვენება, ამ ეტაპზე გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებულის წინააღმდეგ მისცა. სახელმწიფო ბრალდების მტკიცებით, რამაზ მარგოშვილმა გამოძიების ოფიციალური ვერსია, ტერორიზმში დახმარებასთან დაკავშირებით, ნაწილობრივ დაადასტურა და ჩატაევთან კავშირიც აღიარა.

მსგავსი