გმირთა მოედანზე სატრანსპორტო ნაკადს შუქნიშნები დაარეგულირებს – აღნიშნული გადაწყვეტილება მერიის მხრიდან საცობების განტვირთვის გეგმის ნაწილია. მთავრობის სხდომაზე კალაძემ სატრანსპორტო რეფორმაზეც ისაუბრა და განმარტა, რომ მერიის მთავარი პრიორიტეტია საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და სამარშრუტო კვანძების მოწესრიგება. რამაც უნდა შეამციროს ქალაქში კერძო ავტომობილების მოხმარება. მერის თქმით, ამის შემდეგ მოწესრიგდება საცობების პრობლემა.