18-მეტრიანი ავტობუსები N301-ე მარშრუტზეც იმოძრავებენ

MAN-ის მარკის ახალი 18-მეტრიანი ავტობუსები დღეიდან N301 მარშრუტზე იმოძრავებენ.სიენჯი ძრავზე“ მომუშავე ავტობუსები 162 მგზავრზეა გათვლილი და ის სრულად ადაპტირებულია შშმ პირებისთვის. აღსანიშნავია, რომ 160 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსი მუნიციპალიტეტმა სატრანსპორტო რეფორმის ფარგლებში გასულ წელს შეისყიდა. დედაქალაქს უკვე ემსახურება 50 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსი, დამატებით 110 ერთეული კი მიმდინარე წლის ბოლომდე შემოვა.