აპრილის ბოლოდან წერეთლის გამზირისა და დიდუბის ხიდის რეაბილიტაცია იწყება. სამუშაოების ფარგლებში, სრულად მოწესრიგდება მიწისქვეშა კომუნიკაცია და ზედა ინფრასტრუქტურა. რეაბილიტაციის დროს წერეთლის გამზირზე საზოგადოებრივი ტრანსპორტის სწრაფად და შეუფერხებლად გადაადგილების მიზნით, ავტობუსის ზოლიც მოეწყობა. პროექტი სრულად 2024 წლის იანვარში დასრულდება და ბიუჯეტიდან 28 მილიონ ლარზე მეტია გამოყოფილი.