არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის ფაქტზე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული პირების საქმის არსებითი განხილვა 11 ოქტომბერს დაიწყება.
დავით გურწიევი და ალიკ ტაბოევი წითელი ცირკულარით იძებნებიან. სახელმწიფო ბრალდების ინფორმაციით, ისინი ოკუპირებულ ტერიტორიაზე იმყოფებიან. ბრალდებისა და დაცვის მხარის პოზიციები დღეს მოსამართლემ მოისმინა და დასაშვებად ცნო პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები.
პროცესს ქეთევან ქარდავა დაესწრო.