​​ ვითარება საოკუპაციო ზოლთან

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დვანის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მთელი დღის განმავლობაში რუსული ძალები პატრულირებდნენ. საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა უკანონო ინსტალაცია აღმართეს. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტი ადასტურებს. მათივე ცნობით, აღნიშნულის შესახებ გააქტიურებულია ცხელი ხაზი. ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები.

ნინო ფისაძე სოფელი დვანიდან.