საოკუპაციო რეჟიმმა ე.წ. გამშვები პუნქტი ისევ ჩაკეტა

საოკუპაციო რეჟიმის მორიგი უკანონო გადაწყვეტილება.

ახალგორის ე.წ. გამშვები პუნქტი 5-დღიანი გახსნის შემდეგ, დე-ფაქტო ხელისუფლებამ ისევ ჩაკეტა. ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასასვლელი გზა აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით 21 აპრილიდან გაიხსნა. ხუთი დღის განმავლობაში მოქალაქეებს ახალგორისა და ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიას შორის მიმოსვლის საშუალება ჰქონდათ. საკმაოდ დატვირთული იყო ე.წ გამშვები პუნქტიც, თითქმის სამწლიანი განშორების შემდეგ, ახლობლებმა და ნათესავებმა ერთმანეთის ნახვა და ოჯახის წევრების საფლავებზე გასვლა პირველად მოახერხეს. თუმცა, რამდენიმე დღით გახსნილი ე.წ საზღვარი დღეს საღამოს ცხრა საათზე საოკუპაციო რეჟიმმა ისევ ჩაკეტა.

უკანონო გადაწყვეტილებები, რომლებიც მოქალაქეების თავისუფალი გადაადგილების უფლებას არღვევს და ოკუპაციის გამო ერთმანეთს დაშორებული ადამიანების ისტორიები ნახეთ გიორგი კობერიძის რეპორტაჟში.