ინტერპოლით ძებნილი პირის დაკავება

საქართველოდან ამერიკის შეერთებულ შტატებში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი პირის ექსტრადიცია განხორციელდა. ბრალდებული აშშ-ის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ტრანსნაციონალური ხასიათის, განსაკუთრებით დიდი ოდენობით თაღლითობისა და ფულის გათეთრების განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულებისთვის იძებნებოდა.

გამოძიების ვერსიით, ბრალდებულმა სულ მცირე 20 თაღლითური ონლაინსაინვესტიციო პლატფორმა შექმნა და ექვსი წლის განმავლობაში, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ასეულობით დაზარალებულისგან მოტყუებით მიღებულმა თანხამ 70 მილიონ დოლარზე მეტი შეადგინა.