საკონსტიტუციო სარჩელის განხილვა – გამოხმაურება
„ქართული ოცნების“ სარჩელის განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოში სამშაბათიდან განახლდება. მანამდე კი, რიგით მე-17 სხდომაზე, მოსარჩელე მხარეს შეკითხვები „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა დაუსვეს. კონსტიტუციური სარჩელის ავტორებმა კი, მიხეილ სააკაშვილის პარტიის ხელისუფლებაში ყოფნის დროს ჩადენილი სისტემური დანაშაულები, რევოლუციის არაერთი მცდელობა და ოთხ ოქტომბერს მიმდინარე ძალადობრივი პროცესები გაიხსენეს. თუმცა მიუხედავად ფაქტებისა, მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის გუნდში, კვლავ კატეგორიულად უარყოფენ მათ წინააღმდეგ სარჩელში არსებულ ბრალდებებს და ისევ უარს აცხადებენ პასუხისმგებლობის აღებაზე. საკითხს დღეს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გამოეხმაურა.