ოკუპირებული ტერიტორიიდან გატაცებულები

კვლავ საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობაში რჩება სოფელ წინაგარადან გატაცებული საქართველოს ორი მოქალაქე, რომლებიც ე.წ.-მა რუსმა მესაზღვრეებმა გუშინ უკანონოდ დააკავეს და ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადაიყვანეს. ინფორმაცია მათ ოჯახებს ამ დრომდე არ აქვთ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ გააქტიურებულია „ცხელი ხაზი“, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეები.

საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება იყენებს მის ხელთ არსებულ ყველა მექანიზმს უკანონოდ დაკავებული პირების უმოკლეს ვადაში გასათავისუფლებლად,- აცხადებენ სუს-ში. მათი თქმით, ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევაზე სრული პასუხისმგებლობა რუსეთის საოკუპაციო ძალებს ეკისრებათ.